საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ ავტომწარმოებელ კორპორაცია „რენოს“, რომელმაც რუსეთში შეაჩერა საქმიანობა, საქართველოში ეპატიჟება.

ზურაბიშვილმა ტვიტერზე „რენოს“ განცხადება გაავრცელა რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ და კომპანია საქართველოში მოიწვია.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს პრეზიდენტი კომპანიას, რომელმაც რუსული ბაზარზე  საქმიანობა შეაჩერა, საქართველოში ეპატიჟება.

„რენოს“ საწარმო მოსკოვში მდებარეობს, კომპანია ფლობს წილს „ავტოვაზში“ და 45 000 თანამშრომელი ჰყავს რუსეთში.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version