17 დღეა უკრაინაში ომია. 24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის თავდასხმამ ქვეყანა სხვა რეალობაში გადაიყვანა. იბომბება ქალაქები და სოფლები, 2.5 მილიონზე მეტი უკრაინელი დევნილად იქცა. ომის შედეგად დაიღუპა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, უკრაინის მონაცემებით, 79 ბავშვია.
ეს ფოტოები ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტოგრაფებმა 10-12 მარტს გადაიღეს უკრაინაში. 7 ფოტო სხვადასხვა და ამავე დროს ერთ ამბავს გვიყვება – ამბავს ომზე უკრაინაში.
უკრაინა, ქალაქი ჟიტომირი. 26-ე სკოლის დაბომბილი შენობა. 11 მარტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPESუკრაინელი ლტოლვილები ბელგიაში, ბრიუსელში, საემიგრაციო ოფისის წინ ელოდებიან რიგს. 12 მარტი, 2022 წელი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/OLIVIER HOSLETოდესის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში უკრაინელები ახლა იარაღის გამოყენებას სწავლობენ. იარაღის გამოყენებას ყველა მსურველს, ყოველდღე ასწავლიან. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MARIA SENOVILLA88 წლის ქალი ქალაქ ერპენის მოხუცთა თავშესაფრიდან ევაკუაციამდე ცოტა ხნით ადრე. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/ROMAN PILIPEYუკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ხარკოვს იცავენ. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/VASILIY ZHLOBSKYუკრაინელი ჯარისკაცი ელექტროსკუტერზე, კიევში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPESუკრაინელი შეყვარებულების დამშვიდობება კიევის რკინიგზის სადგურში. გოგო კიევს ტოვებს, ბიჭი კი რჩება. კიევი, 11 მარტი, 2022 წელი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/მიხაილ პალინჩაკი