11 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 968 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასულ 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 55 პაციენტი.

10 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 30.24% ხოლო 7 დღის მანძილზე – 33.04%.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 224 391 ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, აქედან 6 098 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 494, აჭარაში – 752, იმერეთში – 1 243.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 9 493 შემთხვევა, აჭარაში – 1 654, იმერეთში – 2 760, ქვემო ქართლში – 980, შიდა ქართლში -1 184, გურიაში – 580, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 1 327, კახეთში – 1 110, მცხეთა-მთიანეთში – 410, სამცხე-ჯავახეთში – 371, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 99.

ამავე თემაზე: 

კოვიდის დროს კარანტინის ვადა შემცირდა – ნახეთ, რამდენი დღით და ვისთვის

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version