აჭარაში, 16 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში დადასტურდა კორონავირუსის 768 ახალი შემთხვევა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად აჭარაში ამ დროისთვის:

  • 606 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოებში;
  • 108 მძიმე პაციენტია,
  • ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 50.

აჭარის კოვიდსასტუმროებში ამ დროისთვის 568 ადამიანია მოთავსებული.

16 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 504 ახალი შემთხვევა.

5 504 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 24 პაციენტი – კორონავირუსი საქართველოში

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version