სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადაადგილება უკვე 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. ამის შესახებ იუწყება ბათუმში თურქეთის საკონსულო.

საკონსულოს ინფორმაციით, ეს შესაძლებლობა მოქალაქეებს 15 დეკემბრიდან მიეცათ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სამუშაო საათები საბაჟოზე მხოლოდ დილის 10 საათიდან საღამოს 24 საათამდე გრძელდებოდა.

შესაბამისად, 21-თვიანი შეზღუდვების შემდეგ, ეს სასაზღვრო გამშვები პუნქტი პირველად დაიტვირთება სრულფასოვნად.

დაწესებული შეზღუდვების გამო, სარფის საბაჟოზე დიდი რიგები იყო. ეს ცვლილება სავარაუდოდ  ხელს შეუწყობს რიგების შემსუბუქებას.

Published by ეთერ თურაძე

ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან

Exit mobile version