აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ნოემბრის 21 საათიდან პირველი დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით ძლიერი წვიმა.

აჭარის მაღალმთიან სოფლებში მოსალოდნელია თოვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი

ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა, 4-5 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, 2 დეკემბერს, ღამით შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა. დღისით და მომდევნო 2 დღეს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version