დღეს, 22 ოქტომბერს, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გასული მატარებელი მოულოდნელად ჩოლოქის დასახლებაში გაჩერდა.  მგზავრების თქმით, ისინი დაახლოებით ერთი საათი ელოდნენ გზის გაგრძელებას.

„გამცილებლის თქმით, მატარებელი დაეხაჯა მოჭრილი ხის ტოტებს, რომელიც ერთ-ერთ ნაკვეთზე ცუდად გაჩერებულ სატვირთოზე იყო დაწყობილი. ტოტებმა მატარებელი დააზინა… ადგილზე მოვიდნენ პოლიციელები და ოქმი შეადგინეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მგზავრმა.

მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 17 საათსა და 45 წუთზე გავიდა.

რის გამო გაჩერდა მატარებელი და რა დაზიანდა? – „ბათუმელები“ დაუკავშირდა „საქართველოს რკინიგზას“, პრესცენტრის ინფორმაციით, მატარებელს სერიოზული დაზიანება არ აქვს, ნაკაწრები აქვს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა ჩატარდა.

 

Exit mobile version