აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 4 სკოლა და 118 ცალკეული კლასი.

კონკრეტულად რომელ სკოლებში გამოვლინდა კორონავირუსი, ჯანდაცვის სამინისტრო ამის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ასევე დახურულია 5 საბავშვო ბაღი და 23 ჯგუფი.

დღევანდელი მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version