აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მოძრავი პუნქტების საშუალებით ისევ გრძელდება.

ვაქცინაციის ჩატარების მსურველებს საშუალება აქვთ აცრა ჩაიტარონ ქალაქში სამ ადგილას:

[checklist]

  • ინასარიძის ქ. სავაჭრო ცენტრ “ვილმარტის” მიმდებარე ტერიტორია
  • აღმაშენებლის ქ. სავაჭრო ცენტრ “ხოფას” მომდებარე ტერიტორია
  • თოდოგაური, ყოფილი სამხედრო დასახლების მიმდებარე ტერიტორია

[/checklist]

11 სექტემბრის მდგომარეობით, აჭარაში კოვიდის 177 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კლინიკებში იმყოფება 716 ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში კოვიდით 57 ადამიანი გარდაიცვალა.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version