გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8-10 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და  ელვა-ჭექა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ზღვაზე მოსალოდნელია  2-3- ბალიანი ღელვა. დასავლეთ საქართველოში აგრილდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“ – იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version