7 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 620 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ ეტაპზე აჭარის საავადმყოფოებში მკურნალობს 837 პაციენტი, მათგან მძიმე პაციენტია – 129, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 17 ადამიანი.

აჭარის კოვიდსასტუმროებში 812 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს.

ამ ეტაპისთვის აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 026 ადამიანი.

7 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 38 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური მაჩვენებელი არის 9.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.33% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.25%.

ამავე თემაზე:

გამძვინვარებული კოვიდი ბათუმში და მთავრობა, რომელიც წესების დარღვევას არ ხედავს

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version