თურქეთში 6 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა ავტოავარიის შედეგად.

ავარია დასავლეთ თურქეთში, მანისას პროვინციაში მოხდა, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ისინი ახლო მდებარე კლინიკებში არიან გადაყვანილი.

______________

ფოტო: ანადოლუ

 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version