8 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 229 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 20 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში 3139 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 672 მძიმე პაციენტია.

7 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.27 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.72%.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version