1-ელ ივლისს, 23:00 საათიდან 2 ივლისის 08:00 საათამდე აჭარას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება.

ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

შეზღუდვის მიზეზი აჭარის გამზომ კვანძზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.

აჭარის გარდა გაზის მიწოდება შეუწყდება ასევე ურეკის, ლაითურის და ოჩხამურის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version