მთავარი,სიახლეები

ბათუმში ნაფიცი მსაჯულები პირველად განიხილავენ საქმეს – მკვლელობა ქედაში

13.06.2021
ბათუმში ნაფიცი მსაჯულები პირველად განიხილავენ საქმეს  – მკვლელობა ქედაში

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყეს.

ეს პირველი შემთხვევაა ბათუმში, როცა სისხლის სამართლის საქმეს მოსამართლის ნაცვლად 12 ნაფიცი მსაჯული განიხილავს.

საუბარია 2020 წლის 2 ოქტომბერს ქედაში მომხდარ მკვლელობაზე – გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა თავისივე ბიძაშვილი, ახალგაზრდა კაცი მოკლა.

გამოძიების ვერსიით,  მკვლელობის იარაღი დანა იყო, დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გ.ა. წინასწარ პატიმრობაშია და ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის ან უვადო პატიმრობა.

ნაფიცი მსაჯულების პროცესს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე უძღვება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: