მფრინავი ბავშვები ბორბლებზე ბათუმის სკეიტპარკიდან [Video]

ბათუმის ბულვარის სკეიტპარკი არდაგანის ტბის სიახლოვესაა გაშენებული. საღამოობით აქ ბავშვები, ახალგაზრდები იკრიბებიან და გვიან ღამემდე რჩებიან. ძირითადად სკეიტერები, გოროგოლაჭიანები და ველოსიპედისტები იკრიბებიან, თვითგორიებითაც [სქროლებით] დასრიალებენ. უსაფრთხო არ არის სკეიტპარკი გამოცდილი მოსრიალეებისთვის: ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ შემაღლებული ადგილების კიდეები და კუთხეები ბასრი და წვეტიანია, წაქცევის შემთხვევაშიც არ არის ტერიტორია სახარბიელოდ მოპირკეთებული – ბეტონის საფარი არაფრითაა დაფარული … ვრცლად მფრინავი ბავშვები ბორბლებზე ბათუმის სკეიტპარკიდან [Video]