ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC) ახორციელებს საერთაშორისო პროექტს – „Let’s Cycle on Black Sea (BSB998)“, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის (ENPI) ფარგლებში და მიზნად ისახავს ველოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. ეს არის რეგიონალური პროექტი, რომელიც განხორციელდება (2021-2022 წწ.-ის პერიოდში) 5 ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით – საქართველო, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა, მოლდოვეთი. საქართველოს მხრიდან პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია – საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC).
პროექტი მოიცავს რამდენიმე აქტივობას, მათ შორის:
[checklist]
- ველოტურიზმის განვითარების პოტენციალის შესწავლა და ველოტურების ფორმირება
- სხვადასხვა რეგიონალური ღონისძიების ორგანიზება
- ველოტურისტული აპლიკაციის შექმნა
- ტრენინგების ორგანიზება ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის
- შერჩეული ბიზნეს-იდეების პროექტების მომზადებაში კონსულტაციები (ტრენინგის მონაწილეებს მიენიჭებათ უპირატესობა)
[/checklist]
ტრენინგების კუთხით დაგეგმილია რამდენიმე ტიპის ტრენინგის ორგანიზება (ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში), მათ შორის:
[checklist]
- ტურიზმის საფუძვლები (ივნისი, 2021)
- ველოტურიზმის ინფო-სემინარი (1 დღე – მაისი)
- „ველოტურიზმი და ველო-მეგობრული (CYCLE-FRIENDLY) სერვისები“ (2 დღე – მაისი)
- სოციალური მედია მარკეტინგი ტურიზმში (3 დღე – ივნისი)
- ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ტურიზმის სფეროში (com, Airbnb და ა.შ.) – 2 დღე – ივნისი
- ბიზნეს გეგმის მომზადება და პროექტის მენეჯმენტი (3 დღე – თებერვალი, 2022)
- მეწარმეობა (5 დღე – თებერვალი, 2022)
[/checklist]
ტრენინგის აუდიტორია – ტურიზმის სექტორი (სასტუმროები, რესტორნები, ტურ-კომპანიები, ტურ-გიდები, ევენთ კომპანიები), არტ/კულტურის სფეროში დასაქმებულები.
ტრენინგის ადგილი / ფორმატი – ტრენინგი ჩატარდება ქ. ბათუმში, ერთ-ერთ კონფერენს დარბაზში (ტრენინგი მონაწილეებს რეგისტრაციის შემდეგ მიეწოდებათ ინფორმაცია თუ რა ლოკაციაზე ჩატარდება ტრენინგი).
ტრენინგზე დასწრების პირობები – ტრენინგზე დასწრება უფასოა, ტრენინგების ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. მონაწილეებს ინტერესის მიხედვით შეუძლიათ აირჩიონ რამდენიმე ტრენინგზე დასწრება
ტრენინგზე შერჩევის პირობები – უპირატესობა მიენიჭება ვინც სარეგისტრაციო ფორმაში ლოგიკურად დაასაბუთებს ტრენინგში მონაწილეობის საჭიროებას მათი საქმიანობისთვის, ასევე გათვალისწინებული იქნება ისიც თუ ვინ უფრო ადრე დარეგისტრირდება ტრენინგზე.
ტრენინგზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა – https://bit.ly/3y0q6Ix
საკონტაქტო ინფორმაცია – ტელ: 599-482181, ელ.ფოსტა: ibdipc@gmail.com
Web: www.ibdipc.org
ჩანართი მომზადებულია საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის (IBDIPC) მიერ. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში – „შავი ზღვის აუზის პროგრამა – 2014-2020“ (www.blacksea-cbc.net). ჩანართის ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის მოსაზრებებს.
Common borders. Common solutions
![]()


