მთავარი,სიახლეები

დადასტურდა კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა, 16 პაციენტი გარდაიცვალა

13.05.2021
დადასტურდა კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა, 16 პაციენტი გარდაიცვალა

13 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 776  ახალი შემთხვევა დადასტურდა.  ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 982 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ახალი შემთხვევების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 359 შემთხვევა, აჭარაში – 79, იმერეთში – 81, ქვემო ქართლში – 56, შიდა ქართლში – 13, გურიაში – 20სამეგრელო – ზემო სვანეთში – 84, კახეთში – 30მცხეთა-მთიანეთში –  41, სამცხე-ჯავახეთში – 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.

12 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.43 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.56%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.79%. 

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 15 572 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია – 903.

710 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: