Batumelebi | საქართველოში დღეს კოვიდის 2171 ახალი შემთხვევაა, 24 პაციენტი გარდაიცვალა საქართველოში დღეს კოვიდის 2171 ახალი შემთხვევაა, 24 პაციენტი გარდაიცვალა – Batumelebi
RU | GE  

საქართველოში დღეს კოვიდის 2171 ახალი შემთხვევაა, 24 პაციენტი გარდაიცვალა

5 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის  2 171 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 27 648 კვლევა ტესტით.

ამავე პერიოდში საქართველოში კოვიდით 24 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 4 207 პირი გარდაიცვალა.

4 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.33%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.27%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარაში – 135, იმერეთში – 202, ქვემო ქართლში – 83, შიდა ქართლში – 82, გურიაში – 48, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 118, კახეთში – 54, მცხეთა-მთიანეთში – 70, სამცხე-ჯავახეთში – 13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 148, მათგან 4 289 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 10 115 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com