2 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას ზეიმობს. გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც პანდემიის გამო აღდგომის ღამეს ეკლესიებში მრევლი არ დაუშვეს, წელს სააღდგომო ლიტურგია ქვეყნის თითქმის ყველა მოქმედ ტაძარში გაიმართა.
სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მოქმედ ტაძარებშიც. ბათუმის მთავარ საკათედრო ტაძარში სააღდგომო წირვა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლინა.














