29 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 18 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი კოვიდით 4 095 პირი გარდაიცვალა.

28 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.54%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.72%.

რეგიონებიდან კოვიდის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და აჭარაში დადასტურდა.

კორონავირუსის დიაგნოზით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 3 765 პაციენტი. 

 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version