აჭარაში კოვიდის 103 ახალი შემთხვევაა | 15 აპრილი

15 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 350 პაციენტი მკურნალობს და მათგან 8 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. აჭარაში თვითიზოლაციაშია 2 475  პირი. 163 ადამიანი იმყოფება რეგიონის კოვიდსასტუმროში.