მთავარი,სიახლეები

საქართველოში დადასტურდა კოვიდის 616 შემთხვევა, 5 ადამიანი გარდაიცვალა

31.03.2021
საქართველოში დადასტურდა კოვიდის 616 შემთხვევა, 5 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 31 947 კვლევა ტესტით.

30 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.74 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.61 %.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში  3 778 პირი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 319 შემთხვევა, აჭარაში – 50, იმერეთში – 58, ქვემო ქართლში – 17, შიდა ქართლში – 35, გურიაში – 14სამეგრელო – ზემო სვანეთში – 61, კახეთში – 25მცხეთა-მთიანეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 790, საიდანაც 1 674 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 2 855  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მონაცემებით თვითიზოლაციაში იმყოფება 8 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 598 პირი, აჭარაში – 1 095, იმერეთში – 1079.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: