17 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 32 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან აჭარაში 7 პირი გამოჯანმრთელდა, 5-მა პაციენტმა კლინიკა დატოვა.

დღევანდელი მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 167 პაციენტი, მათგან ხელოვნურ სუნთქვაზეა 4 პაციენტი.

აჭარაში კოვიდსასტუმროებში 102 ადამიანი იმყოფება, ონლაინკლინიკაში რეგისტრირებულია 121 ინფიცირებული.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version