5 თებერვლის დილის მონაცემებით აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა აჭარაში არის – 188, მძიმე პაციენტია – 45, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 6 პაციენტი.

აჭარაში კლინიკურ სასტუმროებში 81 პირია მოთავსებული. საკარანტინო სივრცეებშია – 174.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 789 პირი.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობა 8 თებერვლიდან გარკვეულ შეზღუდვებს ხსნის, ხოლო არსებულ შეზღუდვებზე/რეგულაციებზე კონტროლს ამკაცრებს.

ამ თემაზე:

შაბათ-კვირას ვერც მაღაზიაში წახვალთ, ვერც კაფეში | შეზღუდვები

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version