29 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 51 პაციენტი, ხოლო 12-მა პაციენტმა კლინიკა დატოვა.

დღეისათვის აჭარაში კრიტიკულია 3 პაციენტის მდგომარეობა.

აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 192 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში კი – 100.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version