სად შეგიძლია გააკრა სტიკერი – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

თქვენს საკუთრებაში არსებულ სახლებსა და სხვა შენობებზე პლაკატების ან სტიკერების გასაკრავად თვითმმართველობის ნებართვა, თანაც 5 დღით ადრე, აღარ დაგჭირდებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, თუმცა იგი არ ეხება საჯარო დაწესებულებებს. საკონსტიტუციო სასამართლომ ამჯერად არსებითი განხილვის გარეშე დააკმაყოფილა საია-ს იურისტის, გიორგი გოცირიძის სარჩელი, რომელიც ეხებოდა თბილისში „პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ გამოყოფილი არ არის“. … ვრცლად სად შეგიძლია გააკრა სტიკერი – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება