შემოსავლების სამსახური აქვეყნებს ინსტრუქციას მათთვის, ვისაც 300-ლარიანი, ერთჯერადი კომპენსაცია ეკუთვნის სახელმწიფოსგან.

გაითვალისწინეთ, 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად მოქალაქეები rs.ge-ზე რეგისტრაციას მხოლოდ Internet Explorer-ით შეძლებენ.

კომპენსაციის მიღება შეუძლიათ კორონავირუსის გავრცელების გამო 28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვებით დაზარალებულ:

  • ინდივიდუალურ მეწარმეებს
  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს
  • ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს
  • მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს
  • დაქირავებულ პირებს, რომლებიც 28 ნოემბერს ძალაში შესული შეზღუდვების გამო ვეღარ მუშაობენ
  • ნებისმიერ სხვა, ფიზიკურ, არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულს, რომელიც მუშაობდა გადასახადების გადამხდელ ობიექტზე/დაწესებულებაში და 28 ნოემბერს ძალაში შესული შეზღუდვების გამო ვეღარ მუშაობს

ნახეთ განაცხადის შევსების ინსტრუქცია, რომელიც საქართველოს შემოსავლების სამსახურმა მოამზადა.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version