ავსტრალიელ ქალს სახლში ნაძვის ხეზე უჩვეულო მორთულობა – ნამდვილი კოალა დახვდა.  ცნობისმოყვარე კოალას ფოტოებს CNN-ი ავრცელებს.

უჩვეულო სტუმრით გაოცებულმა ამანდა მაკკორმიკმა, რომელიც სამხრეთ ავსტრალიაში, ქალაქ ადელაიდეს მახლობლად, კორომანდელის ხეობაში ცხოვრობს, კოალების გადამრჩენელთა ადგილობრივ ორგანიზაციაში დარეკა.

„ამ საღამოს ჩვენს ცხელი ხაზის ოპერატორს დაურეკეს. თავდაპირველად მან იფიქრა, რომ ეხუმრებოდნენ. მაგრამ არა, საშობაო სულისკვეთებით შეპყრობილი კოალა ამანდა მაკკორმიკის სახლში შეიპარა და გადაწყვიტა, რომ სურდა ნაძვის ხის ფერია ყოფილიყო“ – წერს ორგანიზაცია Facebook-ზე.

კოალა ავსტრალიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცხოველია, მაგრამ მათ პოპულაციას მზარდი საფრთხე ემუქრება ადამიანის საქმიანობის ზემოქმედების გამო.

ტყის ხანძრები, მათი საცხოვრებელი გარემოს ფრაგმენტაცია, ავტოსაგზაო შემთხვევები და ძაღლების თავდასხმები, რაც კოალებს აზიანებს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო ხშირდება” – წერს CNN-ი.

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version