საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ დღეს, 4 დეკემბერს 152 704-ს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ ყოველ მილიონ მოსახლეზე დაახლოებით 41 000 ინფიცირებულია, ანუ ყოველი 24-ე ადამიანი.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში მილიონ მოსახლეზე 385-ია.

საქართველოში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ გამოჯანმრთელდა – 126 904 ადამიანი, მათგან ბოლო 24 საათში – 2336.

ქვეყანაში კორონავირუსისგან სულ გარდაიცვალა 1425 ადამიანი, მათგან ბოლო 24 საათში – 38. 

ინფიცირების მაჩვენებლებით საქართველომ რამდენიმე დღეა გაუსწრო სომხეთსა და აზერბაიჯანს.

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version