საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 25 ნოემბერს დასრულდა, თუმცა ფესტივალის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ფილმების, ასევე  მოკლემეტრაჟიანი და COVIDEO სექციის ფილმების ნახვა მაყურებელს 29 ნოემბრის ჩათვლით შეეძლება.

ეს ფილმებია:

BIAFF 2020-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი:

  • „ბოროტება არ არსებობს“, მუჰამედ რასულოფი, გერმანია/ირანი/ჩეხეთი, 2020
  • „ყვითელი კატა“, ადილხან ერზანოვი, ყაზახეთი/საფრანგეთი, 2020
  • „ბერლინი, ალექსანდერპლაცი“, ბურჰან ქურბანი, გერმანია/ჰოლანდია, 2020
  • „მარე“ ,ანდრეა სტაკა, შვეიცარია/ხორვატია, 2020
  • „პერსონა N2“, ნინო ბასილია, საქართველო/გერმანია, 2020

BIAFF 2020-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი

  • „ვეშაპი ლორინოდან“, მასიეჟ ჩუსკე, პოლონეთი, 2019 [საუკეთესო დოკუმენტური ფილმი]
  • „დისკვალიფიცირებული“, ჰამზა ოუნი, ტუნისი/საფრანგეთი/ყატარი, 2020 [ჟიურის სპეციალური პრიზი]

ფილმებზე წვდომისთვის საჭიროა რეგისტრაცია. კინოფესტივალის ფილმები განთავსებულია ამ ბმულზე. 

ვებგვერდზე შესვლის შემდეგ, ეკრანის მარჯვნივ, Create Account-ის მითითებით გამოსულ ფანჯარაში  უნდა შეავსოთ სახელის, გვარის, ელფოსტის და პაროლის ველები და მონიშნოთ პირობებზე დათანხმების ველიც. Submit ღილაკზე დაჭერით გაივლით რეგისტრაციას  და პლატფორმაზე განთავსებულ ფილმებზე გექნებათ წვდომა.

vimeo.com-ზე კი განთავსებულია ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ფილმები და „ქართული პანორამის“ ერთი ფილმი.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების სანახავად უნდა გახსნათ ეს ინტერნეტბმული, უნდა შეიყვანოთ პაროლი –  biaff2020 და  გადახვალთ კინოფესტივალის ფილმების პროგრამაზე.

VIMEO-ზე განთავსებული ფილმების ნახვა ნებისმიერ ქვეყანაში არის შესაძლებელი

კინოფესტივალის სპეციალური სექცია – კოვიდ19 პანდემიის პირობებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები შეგიძლიათ იხილოთ კინოფესტივალის ფეისბუქგვერდზე. 

__________

კადრი ფილმიდან „მარე“. მსახიობი მარიჟა სკარიჩიჩი წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე ჟიურიმ საუკეთესო მსახიობ ქალად დაასახელა. 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version