29 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი.

გარდაცვლილთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 45 წლის ქალია.

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 623 პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კოვიდით ინფიცირების 4426 შემთხვევა, ქვეყანაში 35 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით ერთ დღე-ღამეში. 

ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა საქართველოში 132 368-ს მიაღწია, გარდაცვლილებისამ კი – 1 230-ს.

საქართველოს კოვიდრუკაზე ახლა ყველაზე ცხელი წერტილია თბილისი და იმერეთი.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version