გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 ნოემბერს დღის ბოლოდან 24 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან – ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში მოსალოდნელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე – 2-3 ბალიანი ღელვა.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში და აჭარის მთელს ტერიტორიაზე 24 ნოემბრამდე არ გამოიდარებს.

____________

ფოტო: თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“

 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version