პანდემიის დაწყების დღიდან დღემდე საქართველოში 894 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 787 – ბოლო 3 თვეში.

ვირუსის დადასტურებული შემთხვევები, ბოლო მონაცემებით, 96 860 -ია, გამოჯანმრთელდა 77 932 ადამიანი.

Worldometers-ის მონაცემებით, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ მილიონ მოსახლეზე 214-ია.

ეს მაჩვენებელი ბოლო პერიოდში ყოველდღიურად იზრდება – ნოემბრის დასაწყისში საქართველოში ერთ მილიონ მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებელი დაახლოებით 70 იყო.

 

თურქეთში ერთ მილიონ მოსახლეზე კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი არის 140, სომხეთში – 631, აზერბაიჯანში – 103, რუსეთში კი – 239.

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version