„მიხეილ სააკაშვილს მიენიჭოს პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება საქართველოში“ – ეს მოთხოვნა დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში გამართულ აქციაზე რეგიონში ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ გააჟღერა.

დღეს ბათუმში მიმდინარე აქციაზე პერიოდულად ისმის შეძახილები „მიშა“, ასევე აქციაზეა ტრანსფარანტები მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მოთხოვნით.

აქცია ბათუმში, 8 ნოემბერი, 2020 წელი
აქცია ბათუმში, 8 ნოემბერი, 2020 წელი

დღეს აქციაზე აქციაზე ასევე გაჟღერდა მოთხოვნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასა და არჩევნების ხელმეორედ ჩატარებაზე.

დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში გაყალბდა. აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ელისაშვილი – მოქალაქეები“.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში. ბათუმში ოპოზიცია 300-ზე მეტ ოქმს ასაჩივრებს სასამართლოში.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version