ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი 65 საათის შემდეგ ამოიყვანეს – მიწისძვრა იზმირში

თურქეთში, ქალაქ იზმირში, სამი წლის ბავშვი ამოიყვანეს მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლის ნანგრევებიდან 65 საათის შემდეგ. 3 წლის გოგონა, სახელად ელიფი, უკვე საავადმყოფოშია. სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ ბავშვი ქალაქის 106-ე მცხოვრებია, რომელიც მაშველებმა ნანგრევიდან ამოიყვანეს და გადაარჩინეს. ბოლო მონაცემებით, თურქეთში, ქალაქ იზმირში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 83 ადამიანია დაღუპული. 6,6 სიმძლავრის მიწისძვრა იზმირში 30 ოქტომბერს მოხდა. … ვრცლად ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი 65 საათის შემდეგ ამოიყვანეს – მიწისძვრა იზმირში