ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება – მთავრობა

„აჭარაში ხვალიდან, 22 საათიდან,  რესტორნები აღარ იმუშავებენ, ამაზე დაწესდება შეზღუდვა, თუმცა დღის განმავლობაში რესტორნები იმუშავებენ, შეზღუდვა ეხება მხოლოდ ღამის საათებს. ასევე, ხვალიდან აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება“ – განაცხადა დღეს, 24 სექტემბერს, საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა. არ დასახელებულა შეზღუდვების ვადა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ვადა დაკონკრეტდება შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. … ვრცლად ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება – მთავრობა