ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

დღეს, 22 სექტემბერს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 21 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, მათგან ოთხი მართვით სუნთქვაზეა, მათ ორმხრივი პნევმონია აქვთ და ფილტვის ქსოვილის დიდი ნაწილი აქვთ დაზიანებული. ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ 5 პაციენტს მიეწოდება ჟანგბადი. გია კიკაბიძის განცხადებით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა „შედარებით სტაბილურია“. 22 სექტემბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში … ვრცლად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა