8 დღეში კორონავირუსის 117 შემთხვევა დადასტურდა – აჭარა წითელ ზონაშია

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს, 9 სექტემბერს, კორონავირუსით ინფიცირებული 104 პაციენტია. ეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობაა აჭარაში. კორონავირუსის სტატისტიკის ზრდა აჭარაში პირველ სექტემბერს დაიწყო, როცა საკონდიტრო „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. პირველი სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით აჭარაში კორონავირუსის 117 შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსის შემთხვევები ბათუმში დაფიქსირდა: საკონდიტროში, ბაზრობაზე, ტელევიზიაში, სკოლაში, ბანკში, იუსტიციის სახლში, გარემოსდაცვით დეპარტამენტში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.  … ვრცლად 8 დღეში კორონავირუსის 117 შემთხვევა დადასტურდა – აჭარა წითელ ზონაშია