სოსისი, ყავა და სასმელები – ბათუმში სასურსათო მაღაზია გაქურდეს

გუშინ, ღამით, ბათუმში, მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების გზაჯვარედინზე, სასურსათო მაღაზია გაქურდეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც მაღაზიის თანამშრომელი ამბობს, წაღებულია 150 ლარი, სოსისი, 500-მდე ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელი და რამდენიმე ცალი ყავა Jacobs -ი. საქმის შესასწავლად ამოღებულია მაღაზიასთან ახლომდებარე ვიდეოთვალის ჩანაწერები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.