21-23 აგვისტოს ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიმართება

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 21-23 აგვისტოს ბათუმი ტრადიციულად შავი ზღვის რიგით მე-14 ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალი დაკომპლექტებულია მხოლოდ ქართველი მუსიკოსებით. ფესტივალს 21 აგვისტოს გიორგი მიქაძე გახსნის პროექტით – Giorgi Mikadze Micro BeatZ-ი, რომლის შემდეგაც მსმენელის წინაშე ნინო ქათამაძე Black Sea Jazz Project-ით წარდგება. 22 აგვისტოს, ფესტივალის მეორე დღეს, სცენას ახალგაზრდა მუსიკოსის, ლუკა თოფურიას ტრიო დაიკავებს. შემდეგ … ვრცლად 21-23 აგვისტოს ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიმართება