მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 10 ივლისის მონაცემები

10.07.2020 • 1544
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 10 ივლისის მონაცემები

10 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი.

დღეის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 973 შემთხვევა, 846 პაციენტი განიკურნა, ხოლო 15 გარდაიცვალა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4851 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231 ადამიანი.

ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: