გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2  ივლისის   21 საათიდან  3  ივლისის 21 საათამდე  აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი 
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია.

მომდევნო 2 დღეს, 4-5 ივლისს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version