აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში კიდევ ორი პაციენტი განიკურნა ახალი კორონავირუსისგან. მათ კლინიკა „მედალფა“ უკვე დატოვეს. ამჟამად კლინიკაში 19 პაციენტს მკურნალობენ Covid19-ის დიაგნოზით.

მეხუთე დღეა აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

5 მაისის მონაცემებით [18:50 სთ], საქართველოში კორონავირუსის 604 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი, გარდაიცვალა – 9. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 500 პირი, კარანტინის რეჟიმში – 4887.  

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version