ბათუმის მერია ზოგიერთი ფიზიკური და იურიდიული პირის დასუფთავების გადასახადისგან გათავისუფლებას განიხილავს. მერიის ინფორმაციით, ეს დაწესებულებები კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო დისტანციურად მუშაობდნენ. შესაბამისად, მათ დასუფთავების მოსაკრებელი არ უნდა დაერიცხოთ.
დადგენილების პროექტის მიხედვით, ქალაქში მოქმედი დაწესებულებები სამი თვის – მარტის, აპრილის და მაისის მოსაკრებელს არ გადაიხდიან.
თუ ამ გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო მხარს დაუჭერს და დაამტკიცებს, ბიუჯეტის შემოსულობები, საშუალოდ, 332 000 ლარით შემცირდება.
იმ დაწესებულებებს კი, რომლებსაც გათვალისწინებულ პერიოდზე უკვე გადახდილი აქვთ მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე. ამავე დადგენილების პროექტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ, მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებაზე უარი განაცხადონ.
უარის თქმის შესახებ კი, მათ განცხადებით უნდა მიმართონ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ან შპს „სანდასუფთავებას“.
[toggle title=”დააწკაპუნეთ და ნახეთ საქმიანობის სფეროები, რომლებიც შესაძლოა ბათუმში დასუფთავების გადასახადისგან გაათავისუფლონ”]მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები
- ოფისები, სააგენტოები (გარდა სახელმწიფო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ
ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტები/მეწარმე სუბიექტები, რომლებსაც არ ეზღუდებათ ეკონომიკური საქმიანობა) - კინოთეატრები და თეატრები
- სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა‐ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები
- სასტუმროები (გარდა იმ ობიექტებისა, რომლებსაც არ შეუწყვეტიათ ფუნქციონირება)
- სტადიონები, სპორტულ‐გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების
გარდა) - სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები (გარდა აფთიაქებისა და ზოომაღაზიებისა)
- აგრარული და შერეული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები
- ავტოსადგომები
- საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე
- მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები
- მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები, ავტოსამრეცხაოები
- აბანოები, საუნები
- სადალაქოები და სილამაზის სალონები
- მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
- რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები
- საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვის
- კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები
- ვაგზლები, აეროპორტები, რკინიგზის, საავტომობილო
- ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები
- სამხედრო ნაწილები და პენიტენციარული სისტემები
- საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი
- სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა‐ნაგებობები
- საგამოფენო და საჩვენებელი დარბაზები[/toggle]
ბათუმის საკრებულო ამ საკითხს 30 აპრილს განიხილავს.