27 აპრილის დილის [10:30] მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის რიცხვი 24 საათში 11-ით გაიზარდა და 496 გახდა.

მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 149 პაციენტი, გარდაიცვალა – 6. 

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 833 ადამიანი, 571 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version