შუახევში უგზოობის გამო პაციენტი სასწრაფომდე ხელით, შემდეგ ტრაქტორით გადაიყვანეს

შუახევში, სოფელ ნაღვარევში პაციენტი ხელით, შემდეგ კი, ტრაქტორით გადაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანასთან, რომელმაც დიდთოვლობის გამო სოფლის ცენტრამდე შეძლო მისვლა. შემთხვევა გუშინ, 23 თებერვალს, მოხდა. გაუწმინდავი გზის გამო სასწრაფო დახმარების მანქანამ პაციენტის სახლამდე მისვლა ვერ შეძლო. პაციენტს  ჰქონდა ჭრილობა. ქალი ადგილობრივებმა დაახლოებით 2 კილომეტრი ატარეს ხელით და ტრაქტორით. ამ დროისთვის პაციენტი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული … ვრცლად შუახევში უგზოობის გამო პაციენტი სასწრაფომდე ხელით, შემდეგ ტრაქტორით გადაიყვანეს