ბათუმში ავტომანქანა დაიწვა [ფოტო]

დღეს, 21 თებერვალს, ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე  ხანძარი იყო – ცეცხლი გაუჩნდა ჯერ ერთ ავტომანქანას, შემდეგ მეორეს გადაედო. საბოლოოდ დაიწვა ერთი ავტომანქანა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ მეხანძრეები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.