მაყურებლის თვალწინ ინგრევა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა – აქცია აჭარის ტელევიზიასთან

დღეს, 16 თებერვალს, აჭარის ტელევიზიის შენობასთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, ჟურნალისტები, იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რათა სოლიდარობა გამოეცხადებინათ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების გუნდისთვის. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ამჟამად მიმდინარეობს პროცესი, რის შედეგადაც, მაუწყებლის ახალი ამბების გუნდის განცხადებით, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო და დირექტორი თავიდან იშორებენ არასასურველ ადამიანებს და საფრთხეს უქმნიან სარედაქციო დამოუკიდებლობას. … ვრცლად მაყურებლის თვალწინ ინგრევა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა – აქცია აჭარის ტელევიზიასთან