აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 დეკემბრის 21 საათიდან 30 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო;
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი, დღისით 5-10 გრადუსი სითბო;
  • მაღალ მთაში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 2 გრადუსი ყინვა, 3 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში. უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 7-12 დმ (2-3ბალი).
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +11.5 გრადუსი.

31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, ბათუმსა და შიდამთიან რაიონებში საღამოს და ღამის საათებში ზოგან წვიმა, მაღალ მთაში კი თოვაა მოსალოდნელი.

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version